ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“რამდენიმე დღეა 20-ს ჩამოცდა მაჩვენებელი. ეს რა თქმა უნდა არ არის ისეთი კატასტროფული ციფრი, როგორც ადრე იყო. ალბათ, ახალი წლის დღეებში გვენქნება ინფიცირების შემთხვევების მატება, როგორც ყველა დღესასწაულის მერე”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 5491 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4762 პაციენტი, გარდაცვლილია 72. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 657 შემთხვევა.