ლანჩხუთში, დღეს სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა ჭადრაკში „ნოე ჟორდანიას თასი – 2025“. ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებათა კალენდრითაა გათვალისწინებული და მას ლანჩხუთი უკვე მესამედ მასპინძლობს .
ლანჩხუთში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში სხვადასხვა ასაკის 270 მოჭადრაკე მონაწილეობს.
ტურნირი დღეს საზეიმოდ გაიხსნა და კვირას, 13 აპრილს დასრულდება.