შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლანჩხუთში ტრადიციული ალილო მოეწყო.
ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩიდან დაიწყეს.
შეგროვილი ნობათი სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.
ალილოზე იმყოფებოდა ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილიც, რომელმაც სრულიად საქართველოს და მეალილოეებს, ქრისტეშობა მიულოცა.