https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ ვერ დასრულდა ზიპლაინის მოწყობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

ლანჩხუთური ზიპლაინის ამბავი

18:09; 8.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორაგვეს ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ დაპირება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო პროგრამის “ოცნების” ერთ–ერთ პუნქტს წარმოადგენდა.

2021 წლის 30 აგვისტოს ნინო წილოსანმა ალექსანდრე სარიშვილთან ერთად ფოტო სოციალურ ქსელში რამდენიმე საარჩევნო დაპირებასთან ერთად განათავსა, რომელიც მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა.

“ორაგვეს ტურისტული პოტენციალი _ გზა, საპიკნიკე და საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედი, ველობილიკი და ზიპლაინი, ამ ყველაფრისთვის თანხები უკვე მოძიებულია“,_ ეს წილოსანის პოსტის ამონარიდია.

ოდნავ მოგვიანებით კი, 2021 წლის ნოემბერში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 7 მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდებოდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელ პროექტებს შორის იყო ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. ამისთვის კი მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემოდათ 3 774 097 ლარი.

“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში შეიქმნება ახალი ტურისტული სივრცე, მოეწყობა გადმოსახედი, ზიპლაინი, საფეხმავლო და ველო ბილიკები“, _ ამის შესახებ კი გადაწყვეტილება 2022 წლის 14 აპრილს, სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

თუმცა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში ზიპლაინი ამ დრომდე გაკეთებული არ არის.

“თავის დროზე ფედერაცია არ იქნა ჩარეული და ახლა რა მდგომარეობა არ ვიცით. ჩვენ რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს რომ ფედერაციამ დაიწუნა და ახალი პროექტი გაკეთდა. მესამე წელია ამ პროექტზე მუშაობა მიდის. დეტალები არ ვიცი რა არის გაკეთებული, მაგრამ ზიპლაინის ტრასა რომ ფედერაციამ დაბლოკა, რადგან თვითონ არ იყვნენ ჩარეულები და ამიტომ არასწორად გაკეთდა, ეს ვიცი. შემდეგ რა მოხდა, რა გააკეთა მუნიციპალიტეტმა ვერ გეტყვით“, _ ამბობს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” გია გოგუაძე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ალეკო კირვალიძე გვეუბნება, რომ კომპანიამ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამიტომ ხელშეკრულება შეწყდა და ზიპლაინის მოსაწყობად ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

_ ზიპლაინის მოწყობაა დარჩენილი მარტო. ცალკე გამოცხადდება ტენდერი, კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები და გავუშვით.

_ როგორც ვიცით, პროექტი დაიწუნეს.

_ არა, ვალდებულებები ვერ შეასრულა კომპანიამ. დარჩენილია ზიპლაინის ხაზი.

_ პროექტი ბევრ რამეს ითვალისწინებდა და რა არის მოწყობილი ორაგვეში?

_ მანდ არის ველობილიკი, 5-კილომეტრიანი, ჯუმათის ეკლესიამდე და თვითონ ზიპლაინის ინფრასტრუქტურა, ასასვლელი, მისასვლელი მოწყობილია, დარჩენილია ხაზის გაკეთება.

საქმეში უკეთ გასარკვევად, “გურია ნიუსი” ზიპლაინების ფედერაციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ შეამოწმეს ელფოსტა და ორაგვეში ზიპლაინის მოწყობასთან დაკავშირებით მათ არავინ დაკავშირებია:

_ ყველა მეილი შენახული გვაქვს და არ ვშლით. გადავამოწმეთ და არც მიმოწერა გვქონია ამ საკითხზე და არც ადგილზე არ ვყოფილვართ. როცა მოგმვართავენ ადგილზეც ხდება ჩასვლა და ფედერაციის მხრიდან, ზუსტად ვიცი, არავინ ჩასულა.

_ ის რომ თქვენთან კომუნიკაციის გარეშე ხდება გაკეთება, (ახლა სამუშაოები გაჩერებულია) საფრთხეს არ ქმნის?

_ არსებობს საქართველოში 1 და ევროპაში რამდენიმე კომპანია, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვთ. სტანდარტებსაც შესაბამისად იცავენ. შესაძლოა, ჩვენს გარეშეც აშენდეს უსაფრთხო ზიპლაინი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვამოწმებთ და თუ რაიმე უზუსტობას აღმოვაჩენთ შესაბამის აქტებს ვადგენთ. მე მოვიკითხე ეს პროექტი და მითხრეს, რომ გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობს. თუმცა სხვის ინფორმაციას დადასტურებულად ვერ გეტყვით. უახლოეს დღეებში ცოტა ამინდების გამოსვლის შემდეგ ვგეგმავ ადგილზე ვიზიტს და თუ იმ დროისთვის კიდევ დაინტერესებული იქნებით ამ საკითხით უფრო დეტალურად მოგაწვდით რა სახის პრობლემები არსებობს ადგილზე.

შესყიდვების სააგენტოს გვერდზე 2024 წლის 25 დეკემბრის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ შეატყობინა.

შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად:

“2023 წლის 11 აპრილს, NAT230003907 ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და უცხოური საწარმოს ფილიალს “შპა მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი – 1-ს ფილიალს” (ს/ნ: 405516847) შორის დაიდო #91 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს ეტაპობრივად, 2023 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით, უნდა შეესრულებინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ორაგვეში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 1 676 598 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად _ 2023 წლის 8 ნოემბერი.

4.2. მიმწოდებელმა 2023 წლის 29 აგვისტოს #08-11 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ – შეუსაბამობა იყო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და სამშენებლო ობიექტზე არსებულ მდგომარეობას შორის, კერძოდ, 2,80 მ სიგანის გზამ, რომელიც უნდა მოწყობილიყო მდინარიდან ორაგვეში მისასვლელ ასფალტის გზამდე, შეიცვალა მიმართულება და სხვა მიმართულებიდან მიდის ზიპლაინის დასაშვებ მოედანზე, რის გამოც გაიზარდა გზის სიგრძე და ნაცვლად 700 მეტრისა, მოსაწყობი იყო 850 მ, აგრეთვე, გზამ გაიარა დასახლებულ პუნქტში, რის გამოც საჭირო გახდა ეზოში მისასვლელების მოწყობა, რომელთა აზომვით დადგინდა, რომ ისინი შეადგენდა 410 მ2-ს, ზიპლაინის მიმართულებით მოწყობილი არსებული გზა იყო დაზიანებული და საჭიროებდა 51 მ2-ის აღებას და ხელმეორედ მოწყობას, შესაცვლელი იყო დასახლებულ პუნქტში მოწყობილი ცხაურები, გაიზარდა გრუნტის ღია არხის სიგრძე;

– ზიპლაინის ქვედა სადგურიდან გამოქვაბულის მიმართულებით ციცაბო ფერდობზე უნდა მოწყობილიყო საფეხმავლო ბილიკი რკინის კონსტრუქციებით, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ფერდობი იყო ძალიან ციცაბო, იყო ქვათაცვენისა და მეწყერის მოქმედების ადგილები და შეუძლებელი იყო ხელით მუშაობა. საფეხმავლო ბილიკის მოწყობის შემთხვევაშიც იქნებოდა შემდგომი სირთულეები, რადგან შესაძლებელი იყო ვერ გაეძლო ფერდობზე მოსული თოვლის სიმძიმეს ან არსებული პირობებიდან გამომდინარე გამოქვაბულის მნახველებს შექმნოდათ საფრთხე ქვათაცვენისა თუ მოსალოდნელი მეწყერის გამო. ყველა ზემოაღნიშნული საკითხი შესწავლილი ჰქონდათ გეოლოგებს და უახლოეს დროში წარადგენდა დასკვნას;

– უნდა მოწყობილიყო 120 მ სიგრძის საყრდენი ან ფერდსამაგრი კედლები ადგილზე დაზუსტებით.

მოცემული დროისთვის ვერ ზუსტდებოდა მისი მოწყობის ადგილები. მოთხოვნილ იქნა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 120 მ2 ბეტონის გამოყენება სხვა ადგილას;

– ზიპლაინის გადმოსახედისა და კიბის მოწყობაზე კონსტრუქციის გამყარების მიზნით მოთხოვნილ იქნა საყრდენი ბოძები ბეტონის საძირკველზე დამაგრებულიყო არმატურის ანკერებით, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იქნებოდა საყრდენის ძირზე შედუღებულ ლითონის ფურცელთან;

– სამუშაოების შესრულებაში 2023 წლის აპრილსა და მაისში ხელი შეუშალა ნალექიანმა ამინდებმა, რის თაობაზეც წარადგენდა სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” მიერ გაცემული ცნობას.

ამავე წერილით მიმწოდებელმა ითხოვა სამუშაოების შესრულების გეგმა–გრაფიკით განსაზღვრული ეტაპების გაერთიანება.

4.3. მხარეთა 2023 წლის 7 სექტემბრის შეთანხმებით გაერთიანდა გეგმა–გრაფიკით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ეტაპები.

4.4. მიმწოდებელმა 2023 წლის 11 სექტემბრის #08-12 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ 2023 წლის 7 სექტემბერს გურიის რეგიონში მომხდარმა სტიქიამ დააზიანა სოფელ ჭინათიდან მისასვლელი გზა და ხიდები, საიდანაც შეჰქონდა ბეტონი სამშენებლო ობიექტზე. დაზიანებული იყო სოფელ ორაგვეში მისასვლელი გზა და ხიდები, მის მიერ მოწყობილი ტურისტული ბილიკი, მდინარემ მოგლიჯა მოწყობილი ბეტონის 30 მეტრიანი მონაკვეთი, მთლიანად დამეწყრილი იყო 3 კილომეტრიანი ტურისტული ბილიკი და ღვარცოფმა წაიღო მოწყობილი ბალასტი, სრულად იყო განადგურებული მოწყობილი ღია გრუნტის არხი, ადიდებულმა მდინარემ წაიღო გზაზე დაწყობილი ზიპლაინის სამშენებლო მასალები, არცერთი მხრიდან არ იყო ობიექტზე სამშენებლო მასალების მიტანის გზა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა ითხოვა საჯარიმო სანქციების შეჩერება ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, გეგმა–გრაფიკისა და სამუშაოების შესრულების ვადების გაგრძელება და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება.

4.5. მხარეებმა 2023 წლის 19 სექტემბრის შეთანხმებით შეაჩერეს სამუშაოების შესრულების ვადა 2023 წლის 8 სექტემბრიდან სამშენებლო ობიექტამდე მისასვლელი მუნიციპალური გზების აღდგენამდე.

4.6. მხარეთა 2023 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2023 წლის 15 დეკემბერი, ხოლო მოქმედების ვადად – 2024 წლის 15 იანვარი.

4.7. მიმწოდებელმა 2023 წლის 11 დეკემბრის # 12-03 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ სტიქიის შემდეგ ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი ობიექტთან მისასვლელი გზები, რის გამოც ველობილიკზე ვერ შეჰქონდა ბეტონი და შემოვლითი გზით სოფელ ჭინათიდან უხდებოდა მისი ტრანსპორტირება, მაგრამ სოფელ ჭინათის გზა ვერ ატარებდა მძიმე ტექნიკას, იყო მოცურების ადგილები, ხოლო გზის რეაბილიტაცია საჭიროებდა დროს. გახშირებული წვიმები არ აძლევდა გზების რეაბილიტაციისა და მუშაობის საშუალებას.

საკუთარი ხარჯებით ახორციელებდა შემოვლითი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგაც შეძლებდა ველობილიკზე ბეტონის შეტანას. მოცემული გარემოებების გათვალისწინებით მიმწოდებელმა ითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება 2024 წლის 31 იანვრამდე.

4.8. მხარეთა 2023 წლის 19 დეკემბრის შეთანხმებით სამუშაოების შესულების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 იანვარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად – 2024 წლის 4 მარტი.

4.9. მიმწოდებელმა 2023 წლის 19 დეკემბრის # 12-06 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

4.10. მხარეთა 2023 წლის 28 დეკემბრის შეთანხმებით დაკორექტირდა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

4.11. საზედამხედველო ორგანიზაციის _ შპს “ექსპერტ ჰაუსის” 2024 წლის 31 იანვრის #07/30-X წერილში აღნიშნულია, რომ ველობილიკის დასაბეტონებლად მიმწოდებელი სარგებლობდა სოფელ ჭინათიდან არსებული შემოვლითი გზით, რომლითაც ბეტონის ტრანსპორტირება იყო გართულებული და ხშირ შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი, რადგან ყოველი ნალექიანი ამინდის შემდეგ არსებული გრუნტის გზა ზიანდებოდა და ვეღარ ასწრებდა გაშრობას. ანალოგიური მდგომარეობა იყო ველობილიკის დასაბეტონებელი გზის მონაკვეთზეც, რომელიც გადის ტყიან სივრცეში და მოცემული პერიოდისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ვერ ასწრებდა გაშრობას. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მშენებლობის წარმოება მიზანშეწონილი იყო შედარებით თბილი და მშრალი ამინდების დადგომის შემდეგ.

4.12. მხარეთა 2024 წლის 31 იანვრის შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 მაისი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად – 2024 წლის 1 ივლისი.

4.13. მიმწოდებელმა 2024 წლის 6 მარტის #02-06 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ ზიპლაინის ზედა სადგურზე ბაგირების გაჭიმვის დროს აღმოჩნდა, რომ ბაგირის სამონტაჟო სვეტები იყო დაბალი და პროექტით განსაზღვრული ნორმები არ შეესაბამებოდა ზიპლაინის ბაგირების მოწყობის რეალურ სიტუაციას, მოითხოვდა სვეტების წინ გადაწევასა და ამაღლებას, ასევე, საჭირო იყო მათი გამაგრება საყრდენებით შემდგომი ავარიული სიტუაციისგან თავის დაზღვევის მიზნით. ასევე, მან დაითვალა გაუთვალისწინებელი სამუშაოები და მასალების ღირებულება კორექტირებული საპროექტო

ნახაზის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც დააკორექტირა ხარჯთაღრიცხვა (კერძოდ, ხარჯთაღრიცხვის მე-6 პუნქტში ველობილიკი შემცირდა 120 კვ. მ–ით, მე-3 ხარჯთაღრიცხვის პირველ პუნქტს დაემატა მასალების მოცულობები, ხოლო დამხმარე ნაკეთობის დამზადება ადგილზე მონტაჟის მე-2 პუნქტში ლითონის მხატვრული ბაღის სკამები შემცირდა 8 ცალით). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა საპროექტო ნახაზი და კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

4.14. მხარეთა 2024 წლის 8 აპრილის შეთანხმებით დაკორექტირდა საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

4.15. მიმწოდებელმა 2024 წლის 31 მაისის #05-09 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა სამშენებლო სამუშაოების დასრულების შესახებ, რაც შეეხება ზიპლაინის ექსპერტის დასკვნას, იგი საჭიროებდა დროს, რათა ჩატარებულიყო სრულყოფილი გამოცდა და აეღო ექსპლოატაციაში გაშვების დასკვნა, რის შესახებ დოკუმენტებსაც წარუდგენდა უახლოეს დროში.

4.16. მიმწოდებელმა 2024 წლის 28 ივნისის #06-09 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას განმეორებით აცნობა სამუშაოების დასრულების შესახებ, ასევე აცნობა, რომ მიმართა საქართველოს ზიპლაინის ფედერაციას მის მიერ დამონტაჟებული ზიპლაინის სადგურის შემოწმების, გამოცდისა და ექსპლოატაციაში გაშვების მიზანშეწონილობის შესახებ, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ ფედერაციის სპეციალისტები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დაკავებულნი იყვნენ მოქმედი ზიპლაინების გადამოწმებით, რის გამოც მომსახურებას გაუწევდნენ 2024 წლის 27 ივლისიდან. აღნიშნული წერილით მიმწოდებელმა ითხოვა დამატებითი დრო ზიპლაინის ექსპლოატაციაში გაშვების დასკვნის წარსადგენად.

4.17. მხარეთა 2024 წლის 29 ივნისის შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 30 აგვისტო.

4.18. მიმწოდებელმა 2024 წლის 27 აგვისტოს #08-11 წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ ზიპლაინის ეროვნულმა ფედერაციამ დათქმულ დროში ვერ განახორციელა მოწყობილი ზიპლაინის შესწავლა და დასკვნის გაცემა, რის გათვალისწინებითაც ითხოვა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 60 დღით.

4.19. მხარეთა 2024 წლის 30 აგვისტოს შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 29 ნოემბერი.

4.20. მიმწოდებელმა 2024 წლის 11 და 23 ოქტომბრის #10-01 და #10-02 წერილებით შემსყიდველ ორგანიზაციას კვლავ აცნობა სამუშაოების დასრულების შესახებ და მიმართა სამუშაოების ჩაბარებისა და მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

4.21. მიმწოდებლის 2024 წლის 4 ნოემბრის #11-03 წერილში აღნიშნულია, რომ საზედამხედველო ორგანიზაცია შპს “ექსპერტჰაუსს“, რომელიც ზედამხედველობას უწევდა ობიექტზე მიმდინარე მშენებლობას, გაუვიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მას ჩაენაცვლა შპს “თი აი ეი ჯი აუდიტესკორტსი“, რის გამოც ვერ მოხერხდა ობიექტის ჩაბარება. ზიპლაინის მოწყობის სამუშაოებს თან ახლდა ველობილიკის მოწყობის სამუშაოები. რადგან ზიპლაინის მიღება–ჩაბარების პროცედურა ვერ ხერხდებოდა მიმწოდებელმა ითხოვა ველობილიკის მოწყობის სამუშაოების ჩაბარება და შემსყიდველ ორგანიზაციას მიმართა ეშუამდგომლა შპს “თი აი ეი ჯი აუდიტესკორტსთან“, ეცნობებინა მისთვის, რომ მოცემული სამუშაოები, რომლის მოცულობებიც უნდა გადამოწმებულიყო, შესრულებული იყო 2024 წლის 31 მაისამდე.

4.22. საზედამხედველო ორგანიზაციის – შპს “ექსპერტჰაუსის” 2024 წლის 13 ნოემბრის #07/583-X წერილით ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 1 425 991,42 ლარს და დარჩენილი იყო 250 606,58 ლარის სამუშაოები, მათ შორის, ველოგზის მოწყობის სოფელ ორაგვიდან სოფელ ჯუმათამდე (ღირებულებით 130 957 ლარი) და გამოქვაბულთან ასასვლელი კიბის, გადმოსახედისა და ზიპლაინის დასაშვები მოედნის მოწყობის (ღირებულებით 43 795,44 ლარი) სამუშაოები. 2023 წლის 11 აგვისტოს შედგა შესაბამისობის აქტი, რომ პკ. 1+30, პკ. 1+00 და პკ. 0+90-ზე დაგებული ბეტონი იყო უხარისხო, აღნიშნულ მონაკვეთზე უნდა ჩატარებულიყო დემონტაჟი და ხელახლა დაგებულიყო გზის საფარი. 2023 წლის 8 ნოემბერს ხარვეზი არ იყო გამოსწორებული. მიმწოდებელს 2024 წლის 23 აპრილის შემდეგ არ წარუდგენია შესრულებული სამუშაოების ფორმა #2.

4.23. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 14 ნოემბრის ცალმხრივად შეწყვეტის აქტით შეწყდა 2023 წლის 11 აპრილის #91 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

4.24. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტებით ირკვევა, რომ მიმწოდებელს შესრულებული აქვს 1 425 991,42 ლარის სამუშაო, რაც ხელშეკრულების ღირებულების 85%-ს შეადგენს“.

ამას გარდა, “შეკრებილი დოკუმენტებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ 31 მაისის მდგომარეობით შპა “მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი1 –ს ფილიალი საქართველოში“-ს მიერ #91 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ ჰქონდა შესრულებული. შესაბამისად, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინსპექტირების ანგარიშზე დაყრდნობით, სამუშაოების მიწოდების ვადის დარღვევის გამო “შპა მანგისტაუ ინფრასტრუქტურა სტროი – 1-ს ფილიალი საქართველოში” დაჯარიმებულია 2024 წლის 01 ოქტომბრამდე. გამომდინარე აქედან, 31 მაისიდან 01 ოქტომბრამდე ხელშეკრულების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელს დაერიცხა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების

ღირებულების 1 676 598 ლარის 0,1 %-ის ოდენობით. დარიცხულმა ჯარიმამ 122 დღის განმავლობაში შეადგინა (1676,60X122) 204 545,20 ლარს.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაოების სრულად დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, ჯარიმის დარიცხვა უნდა გაგრძელდეს 1 ოქტომბრის შემდეგაც, რაც 14 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს (1676,60X45) 75447 (სამოცდათხუთმეტი ათას ოთხასორმოცდაშვიდი) ლარს. ჯამურად დარიცხული ჯარიმების რაოდენობა აღემატება

შემსრულებლის მიერ #91 ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილ ასათვისებელი თანხის მოცულობას“.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მერიას ზიპლაინის დასასრულებლად ახალი ტენდერი გამოცხადებული ჯერ არ აქვს.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

ზიპლაინილანჩხუთი
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დღეს, თბილისში, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

18:30; 14 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

15:17; 14 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ქარმა სამუსიკო სკოლას სახურავი გადახადა – რა ხდება ხაშურში

12:03; 14 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“

11:15; 14 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“აქტიური ციკლონის გავლენის შედეგად”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

09:59; 14 დეკემბერი, 2025

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი -„შუა კორიდორის ფუნქციონალი და შესაძლებლობები" გაიმართება

ლანჩხუთში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

19:19; 14.12.2025
საზოგადოება

დღეს, თბილისში, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

18:30; 14.12.2025
სამართალი

კორპუსიდან ძაღლი სავარაუდოდ გადმოაგდეს – ცხოველი ადგილზე დაიღუპა

18:20; 14.12.2025
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს: თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები

18:13; 14.12.2025
პოლიტიკა

“იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს უმნიშვნელოვანეს ასპექტს”- ირაკლი კობახიძე

18:02; 14.12.2025
მსოფლიო

ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

16:18; 14.12.2025
საზოგადოება

ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

15:17; 14.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025
პოლიტიკა

როდის დატოვებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პენიტენციურ დაწესებულებას

13:57; 14.12.2025
სამართალი

„გიო ადგილზე დაიღუპა“- სენაკში ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

12:52; 14.12.2025
საზოგადოება

ქარმა სამუსიკო სკოლას სახურავი გადახადა – რა ხდება ხაშურში

12:03; 14.12.2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14.12.2025
საზოგადოება

„ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“

11:15; 14.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო-დაკავებულია 5 პირი

10:48; 14.12.2025
საზოგადოება

“აქტიური ციკლონის გავლენის შედეგად”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს

9:59; 14.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025
0

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო