ძლიერი წვიმის შედეგად რთული მდგომარეობაა ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სოფელი ჭინათი მთლიანად მოწყვეტილია სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრს.
გარდა ამისა ჩახერგილია გზა, ე.წ. „ფოცხვერეთის“ უბანთან. დატბორილია რამდენიმე ოჯახის ეზო, წყალი შევარდა გელა ხუნწარიას საცხოვრებელ სახლში. დატბორილია ოჯახები რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზეც.