ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამშენებლო მასალები გადაეცათ.
სამშენებლო მასალა დაზარალებულებს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მიუტანეს.
„სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ვაგრძელებთ დაზარალებული ოჯახების დახმარებას. სტიქია გასული წლის 17 ოქტომბერს მოხდა და ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16-მდე სოფელში კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დააზიანა. დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა რეგიონში ეტაპობრივად მოხდება“, _ განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა აღნიშნა, 271 741 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალებს და თუნუქის სახურავებს ჯამში 64 ოჯახი მიიღებს. ასევე, დაიხურება ჯურუყვეთის ადმინისტრაციული შენობა და სოფელ ჩიბათის საბავშვო ბაღი.
(R)