ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოები მოინახულა. მინისტრი ჭალისა და აცანის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
ეკონომიკის მინისტრი ჯერ მაჟორიტარი დეპუტატის მშობლიურ სოფელ აცანას სტუმრობდა და მოსახლეობას პირობა მისცა, რომ წლის ბოლომდე სოფელს ბუნებრივი აირი ექნება.
ამის შემდეგ კი ჩიბათის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ სოფელ ჭალაში გადაინაცვლა გაზიფიკაციის სამუშაოების დასათვალიერებლად.