ლანჩხუთში, ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ორმეთში, დღეს, დილის საათებში ძლიერი ხანძრის შედეგად ქარჩავების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. შემთხვევის ადგილას მუნიციპალტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც დაზარალებულ ოჯახს დახმარება აღუთქვეს.