ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.
„ინფიცირების ოჯახური შემთხვევებია. ერთ ოჯახში რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ინფიცირების და ძირითადად კონტაქტებიდან მოდის, წყაროები ყველა შემთხვევაში ვიცით“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ დადასტურებულია 1618 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1520 ადამიანი, გარდაცვლილია 16, აქტიურია 82 შემთხვევა.