ლანჩხუთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალბატონია.
„სამკურნალოდ გადაყვანილი იყო ქობულეთში. ქრონიკული გულის უკმარისობით და დიაბეტით დაავადებული. გარდაიცვლა კლინიკაში“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირებული 18 ადამიანია გარდაცვლილი.