“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის რუსულის პედაგოგს, ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ცნობისთვის, ვირუსი ამ სკოლის მეორე კლასის მოსწავლის ერთ-ერთშობელს აღმოაჩნდა, რის გამოც ეს ჯგუფი ორშაბათამდე დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა, საკლასო ოთახში კი სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა.