ლანჩხუთში საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს კოვიდ 19 დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას “გურია ნიუსთან” საუბარში ადასტურებს ოლქის ხელმძღვანელი თამარ ბისიეშვილი. მისი თქმით, აღნიშნულის გამო კომისიის წევრები თვითიზოლაციაში არიან გადასულები.
“ოლქის წევრს დაუდასტურდა ვირუსი, რის გამოც, ყველა, ვისაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თვითიზოლაციაშია”, _ გვითხრა ბისიეშვილმა.





































































