24 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.
ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.08 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 2.01 თეთრით. ახალი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.691 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8756 ლარი.
ახალი კურსი ხვალ, 25 აპრილს შევა ძალაში.