პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც “ასობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა”, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ეხმაურება და მდინარაძეს მიმართავს:
“ასობით ადამიანი სიღარიბიდან ამოვიდა”?!… ეს იცი რას ნიშნავს _ აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ რეალობას.
ერთიც რომ დარჩეს სიღარიბეში, იმ ერთზე უნდა ფიქრობდე და თვითკმაყოფილებაში არ იხრჩობდე!
ეს სტაგნაციაა. ბოლოა!
შენ პოლიტიკურ ილუზიაში ჩაყვინთე!
ამოდი და რეალობას დაუბრუნდი!
ეს საჯარო მოწოდება მაშველ რგოლად მიიღე!” _ მიმართავს ჟვანია მდინარაძეს სოციალურ ქსელში.