რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, დღეიდან, 2022 წლის 28 სექტემბრიდან, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს რეჟიმი 3 თვე იმოქმედებს. გადაწყვეტილება საზღვარზე არალეგალი მიგრანტების რაოდენობის ზრდის რისკს უკავშირდება, რადგან რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ალუკსნეს, ბალვასა და ლუძას რაიონების ტერიტორიაზე, ასევე პორტებში, აეროპორტებში, აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზაზე.
,,უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა ტიპის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებზე, ვინც მობილიზაციისგან თავის აარიდებას ეცდება. ასევე არ შევცვლით 19 სექტემბრიდან შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია, მშვიდი და მკაცრი კონტროლის ქვეშ, თუმცა, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალური მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. გადაუდებელი ზომების მიზანია ამისთვის წინასწარი მომზადება”, _ ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტაპს ეკლონსი აღნიშნავს, რომ “ჩვენ წინასწარ უნდა მივიღოთ სიფრთხილის ზომები, არ დაველოდოთ სიტუაციის ესკალაციას“- წერს რინკევიჩი.
ავტორი