ლატვიამ საქართველოს 2 მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. განცხადებას ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ, საქართველოს ორი მოქალაქის პერსონა ნონ გრატა პირების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ“, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

































































