ლატვიურ „ვალმიერას“ რიგებში მოთამაშე ლუკა სილაგაძემ ზედიზედ მეორე თამაშში შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება _ მერვე ტურში 37-ე წუთზე ანგარიში გახსნა „დაუგავპილსთან“ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა საბოლოოდ 3:0 მოიგო, ხოლო გუშინ “მეტალურგთან” გასვლით შეხვედრაში, მე-8 წუთზე ლამაზი ჯარიმით გაიყვანა გუნდი წინ. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
„ვალმიერა“ ლატვიის ჩემპიონატში მეცხრე ტურის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს.