საქართველოს პროკურტატურა დუმს. შოთაძის უწყება არ ამბობს, ნამდვილად დააკავეს თუ არა მოლდოვაში მინდია ლავასოღლი და აპირებს თუ არა ქართული მხარე მისი ექსტრადირების მოთხოვნით კიშინიოვს მიმართოს, _ ამის შესახებ ტვ პირველი იუწყება.
საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მოლდოვის პოლიციამ სპეცოპერაციის კადრები გაავრცელა, მასალა 18 აგვისტოთია დათარიღებული. კადრებში ჩანს მინდია ლავასოღლიც, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში საქმეა აღძრული.
“პირველები” ესაუბრა მინდია გორაძის ოჯახის წევრებსაც. ოჯახი დაკავების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
“ჩემი ძმა დაკავებული არ არის, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. არ არის ჩემი ძმა მოლდოვაში.
რა მნიშვნელობა აქვს როდის ვესაუბრე, რაში უნდა დამჭირდეს იმის დამალვა, დაკავებული არის თუ არა. დაუკავშირდით მოლდოვას და გეტყვიან, თუა იქ ჩემი ძმა 4 წელი ნამყოფი. არ არის დაკავებული. მქონდა მასთან კომუნიკაცია”. _ ამბობს ოჯახი.