რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბელარუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის ახალი “რკინის ფარდა” ეშვება.
“რაც შეეხება რკინის ფარდას, ის პრაქტიკულად უკვე დაშვებულია. ისინი [დასავლეთის ქვეყნები] ფრთხილად უნდა მოიქცნენ”. – თქვა ლავროვმა.
ლავროვის განმარტებით, მოსკოვი ვაშინგტონსა და ბრიუსელს აღარ ენდობა.
„ევროკავშირი საერთოდ არ არის დაინტერესებული ჩვენი ინტერესების გაგებით. მაინტერესებს რა გადაწყდა ბრიუსელში და ვაშინგტონში“, – დასძინა ლავროვმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა. აშშ-მ და კანადამ სრულად აკრძალეს რუსული ნავთობის იმპორტი. ევროკავშირმა კი მიიღო ეტაპობრივი ნავთობის ემბარგოს გეგმა. ასევე, G7-ის სამიტზე განიხილეს იმპორტირებული ნავთობის ფასის ლიმიტი.
ავტორი