ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის!_ ამის შესახებ ინფორმაციას გურიის ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მან 9 ტურში 7,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად დაიკავა პირველი ადგილი! ამავე ასაკში მონაწილეობდა ლანჩხუთელი საბა ებრალიძე, რომელმაც საშუალო შედეგთ ( 4,5 ქულა) დაასრულა ჩემპიონატი, თუმცა იმდენად . კარგი პარტიები ჰქონდა,აშკარად მეტი შეეძლო. საშუალო შედეგი ჰქონდა ასევე, გოგონათა შორის მოასპარეზე სარა წულაძესაც, რომელმაც ამ ჩემპიონატში მისი დიდი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა. შექებას იმსახურებს ლანჩხუთელი დემეტრე სარჯველაძე. მან ძლიერ კონკურენტებთან 5,5 ქულა დააგროვა, თუმცა მეტიც შეეძლო. საერთო ჯამში ჩვენი მოჭადრაკეების ჩემპიონატში მონაწილეობის შედეგები დადებითად შეფასდა.
































































