ცოტა ხნის წინ ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ის 19 წლის ასაკში გაუპატიურებების სერიის შემდეგ განიცდიდა.
მისი თქმით, ის რამდენიმე წლის განმავლობაში პოსტტრავმული სტრესული აშლილობით იტანჯებოდა.
„მე არაერთხელ გამაუპატიურეს, როდესაც 19 წლის ვიყავი და ძალიან დიდხანს ვერაფერს ვაკეთებდი ამ ტრავმასთან გასამკლავებლად“- ამბობს ლედი გაგა.
ინტერვიუში მომღერალს მოძალადის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ის ნაცნობი ადამიანია.
[sexy_author_bio]