ლედი გაგას ძაღლების გატაცებისთვის 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თებერვალში თავდამსხმელებმა ესროლეს ძაღლის გამსეირებელ რაიან ფიშერს მკერდში და წაიყვანეს ლედი გაგას ძაღლები, 2 ფრანგული ბულდოგი, კოჯი და გუსტავი.
ფიშერი გადარჩა და საავადმყოფო მალე დატოვა.
სამ ადამიანს, 18 წლის ჯეიმს ჯეკსონს, 19 წლის ჯეილინ უაითს და 27 წლის ლაფიეტ უელის გამოძიება მკვლელობის მცდელობასა და ყაჩაღობას ედავება. გარდა ამისა, დაკავებულია ჯეილინ უაითის მამა, 40 წლის ჰაროლდ უაითი და 50 წლის ჯენიფერ მაკბრაიდი. მათ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობა ბრალდებათ.
დაკავებულები აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ, ლედი გაგას ძაღლებს თუ იტაცებდნენ. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ მათ, ძაღლების ჯიშიდან გამომდინარე, ღირებულებაზეც ჰქონდათ ინფორმაცია და სწორედ ეს იყო დანაშაულის მოტივი.