80 წლის ასაკში ლეგენდარული მსახიობი გუჯა ბურდული გარდაიცვალა.
გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიეთ, ნათლობის სახელია ელგუჯა -ბიძინა ბურდული.
აცხოვნოს უფალმა მისი უკვდავი სული, _ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “ტკბილ ხარ შენ უფალო” ავრცელებს.
თბილისში 1941 წლის 1 აპრილს. მან ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე და 1969 წლამდე სწავლობდა სამშენობლო ფაკულტეტზე. ის იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958–1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961–1964), აგს ოპერატორი (1964–1984). 1974 წლიდან აქტიურად იწყებს კინოროლების თამაშს, 1984 წლიდან კი ხდება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.
„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000). არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის „ნიკა“ -ს წევრი.