ლეიდი გაგამ, ბრაზილიაში როკ ფესტივალზე გამოსვლის გაუქმების შემდეგ, ევროპული ტურნე გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას SKYNEWS ავრცელებს.როგორც ცნობილია, ტურნეს გადადების მიზეზი მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
ლეიდი გაგას გვერდზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, ის მომდევნო 7 კვირას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს.
როგორც ცნობილია, 31 წლის მომღერალს ფიბრომიალგიით არის დაავადებული, რასაც კუნთების ძლიერი ტკივილი ახასიათებს.
ამავე თემაზე: ლეიდი გაგა საავადმყოფოში გადაიყვანეს