“ლელო” ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
როგორც “ლელოში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გააგრძელებს აქციებით ბრძოლას ახალი არჩევნების დასანიშნად, რომლის შედეგებიც არ დატოვებს კითხვის ნიშნებს.