აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ტრადიციული ლელობურთი გაიმართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში.
წლევანდელი თამაში “ზემოურების” გამარჯვებით დასრულდა.
წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად, თამაშს, რომელსაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები არ დასწრებიან.
ლელობურთის საყურებლად, რომელსაც წინ სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები უძღოდა, მხოლოდ გურიის გუბერნატორი, მისი ერთი მოადგილე, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.