ამ წუთებში “ლელოს” დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი სიორიძემ, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
“ოზურგეთის #60 საარჩევნო საარჩევნო კომისიამ არცერთი ჩვენი საჩივარი არ განიხილა. ამიტომ მივმართავთ რაიონულ სასამართლოს. კომისიის ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებთ,” _ აღნიშნავს “ლელოს” წარმომადგენელი კახა სურგულაძე ჩვენთან საუბრის დროს.