შუხუთში გამართული ლელო ბურთის შესახებ გადაღებული ,,ლელოს შემობრუნება” სადიპლომო ფილმი იყო, რომელზეც მუშაობა ირაკლი მახარაძემ და პაატა ტაბაღუამ კომპანია ,,ქართულ ტელეფილმში” 1984 წელს დაასრულა. ფილმის სცენარისტი, სამხატვრო ხელმძღვანელი და ,,ლოკომოტივი” ცნობილი რეჟისორი ლერი სიხარულიძე გახლდათ.
როგორც ირაკლი მახარაძე “გურია ნიუსთან” ჰყვება ფილმი საბჭოთა რედაქტორებმა დაიწუნეს.
“ფილმი დასრულდა, რუსულ ტექსტს ბრწყინვალედ კითხულობდა კოტე მახარაძე და ჩასაბარებლად და ,,დაბროს” მისაღებად მოსკოვის ოსტანკინოში ჩავედით, ეს 1985 წელია, საბჭოთა კავშირში მშრალი კანონი რომ გამოაცხადეს. ფილმის სცენარს და დასრულებულ ფილმს კი აუცილებლად ამტკიცებდა მოსკოვი. დაიწყო ფილმის ჩვენება, ეკრანზე გურულების ,,ღლეტა” მიდის და უცებ მესმის ჩემს უკან ორი რუსი რედაქტორის საუბარი: თუ ეს ქართველები ასე თამაშობენ ბურთს, მაშინ წარმოგიდგენია როგორ იომებენ? ბევრი რომ არ გავაგრძელო ფილმი დაიწუნეს და რამდენიმე წელი თაროზე შემოდეს. საბაბად ის გამოიყენეს, რომ ფილმში ნამეტნავად ბევრს სვამენო, ეს კი მიუღებელიაო…” _ იხსენებს ირაკლი მახარაძე.