“ლელოს“ დამფუძნებელი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ის, კომენდანტის საათის დარღვევის გამო, დააჯარიმეს.
“კომენდანტის საათის დარღვევის გამო დამაჯარიმეს. შსს ადგა და დედაჩემს ურეკავენ ბათუმში, თქვენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და მისი ტელეფონის ნომერი მოგვაწოდეთო. არაფერი იცოდა და გულგახეთქილმა დამირეკა.
ჩემი ნომერი შსს-ს ბაზაშიც აქვთ და ბატმა და ღორმაც იცის, თბილისიდან ბათუმში ოჯახებში რეკვა, რა ტრენდია ასეთი ამორალური, რომელსაც ვერ მოეშვით!
პ.ს. დამირეკეს და ხვალ პოლიციის დეპარტამენტში 16:00 საათზე ინდივიდუალურად განვიხილოთ თქვენი სამართალდარღვევის ოქმიო. დავთანხმდი და მივალ. ასეთი განხილვის პრეცედენტი არ მახსენდება ადმინისტრაციულ ჯარიმაზე“, _ წერს ფეისბუქში ირაკლი კუპრაძე.