„ლელოს“ ინიციატივა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ბუნებრივია მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს,“ – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა , ლევან ბეჟაშვილმა „ლელოს“ განცხადებაზე.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ემხრობა ოპოზიციაში სტრატეგიული ერთიანობას, ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, სწორედ ამით განპირობებული, რომ ჩვენ იმთავითვე ერთიანი სიის მომხრე ვიყავით და ახლაც ვთავაზობთ ოპოზიციას ერთიანი სტრატეგიის მეშვეობით უზრუნველყოთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ „ლელოს“ ეს მორიგი ინიციატივაც ბუნებრივია მისასალმებელია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ოპოზიციის ერთიანობით უნდა მივაღწიოთ ხელახალ არჩევნებს,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.