„ჩვენ ვიპოვით გამოსავალს – ეს ნიშნავს იმას, რომ შევჯერდებით თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
„არც ერთი საკითხი არ არის ერთგვაროვანი, სანქცირების საკითხიც არის კომპლექსური და ევროკავშირიც არ არის ერთი სახელმწიფო – აქაც არის ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, ბევრი მიმართულება და პრიორიტეტი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროცესები არ არის მარტივი, მათ შორის, გლობალურადაც – ეს აჩვენა ევროპარლამენტის არჩევნებმაც, ამიტომ დიალოგი არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გამოსავალს, რადგან საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და სამაგალითო პარტნიორი, მათ შორის საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.