საქართველოს ნაკრების წევრი და ოზურგეთელი მოჭიდავე ბერძნულ-რომაული სტილით ლევან ქავჟარაძე “ანრი დეგლანის” სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთში ქალაქ ნიცაში “ანრი დეგლანის“ ტურნირზე 63 კგ. წონით კატეგორიაში, ფინალში ორი ქართველი მოჭიდავე გავიდა.
ქართული ფინალი არ შედგა – მცირე ტრამვის გამო ქერიმ მაჩალიკაშვილმა ვერ შეძლო ფინალური შეხვედრის გამართვა და ავტომატურად ვერცხლის მედალს დაეუფლა 63 კგ წონით კატეგორიაში.