ეს არ არის მარტო ოზურგეთის ომი. ეს მთელი საქართველოს ომია და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ”, _ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბესო ქათამაძეს და მშვიდობიანი გზით ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სისტემა დაინგრეს და ხელისუფლება შეიცვალოს.
აქცია, ქათამაძის ცემაში მონაწილე პირების დასჯის და საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით, რამდენიმე წუთოს წინ დაიწყო.