ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად, ახალ წელს რუსთავის მე-12 ციხესთან შეხვდება. რაც შეეხება ენმ-ს, როგორც ის ამბობს, სამომავლო ბრძოლის გაგრძელებაზე და სტრატეგიაზე, პარტია ერთობლივ გადაწყვეტილებას, შიდაკონსულტაციებით მიიღებს:
“უნდათ ბრძოლა და ეს ბრძოლა აუცილებლად იქნება, მათ შორის, ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი, ასეულობით ადამიანი შიმშილობს, საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებს. მე პირადად, 31 დეკემბერს, ახალ წელს აქ შევხვდები და ეს იქნება ჩემი პროტესტი. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, ჩვენ არ ვაპირებთ არც ბრძოლის შეწყვეტას, არც ჩამოშვებას, მინდა მესამე პრეზიდენტსაც მივმართო და მოვუწოდო, მხნედ იყოს, ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ მისი და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს ბრძოლა იქნება 31-შიც, პირველშიც, 2-შიც და 3-შიც.” _აცხადებს ხაბეიშვილი.
ის ამ დროისათვის სწორედ რუსთავის მე-12 ციხესთან, ლევან ბეჟაშვილთან ერთად იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მოგვიანებით ციხესთან მისვლას თინა ბოკუჩავა გეგმავს.