https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ლევან ხინთიბიძე: “დიახ, არ დავრეგისტრირდით და არც ვაპირებთ!”

10:47; 30.09.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი” ერთ–ერთი ორგანიზაციაა საქართველოს მასშტაბით, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით არაერთი პროექტი განუხორციელებია. ასევე, საქართველოში ჩატარებული არჩევნების მონიტორინგზე, მათ შორის, “გურია ნიუსთან” ერთად, არაერთხელ უმუშავია.

“გურია ნიუსის” კითხვებს პასუხობს “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ხინთიბიძე:

 _ არასამთავრობო ორგანიზაცია _ “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი” _ წარმოადგენს საზოგადოებრივ, არაკომერციულ, არაპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1999 წლის 19 ივნისს

ორგანიზაციის მისიაა საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც ხელისუფლება და საზოგადოება ურთიერთვალდებულებას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, დაცულია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კანონს იცავს როგორც სახელმწიფო, ასევე ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ჩამოყალიბებულია სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა ეფექტურია, მაღალია მოსახლეობის თვითშეგნების დონე. ამისთვის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი მიზნად ისახავს გურიის რეგიონში დემოკრატიული ინსტიტუტების ამოქმედებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტურობის ამაღლების ხელშეწყობით.

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირს 1999 წლიდან დღემდე, გახორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, საკუთარი ორგანიზაციული მიზნებიდან გამომდინარე. ბოლო პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობა ფოკუსირებულია შემდეგი მიმართულებებით: დეცეტრალიზაციის პროცესების ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერა; ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივი სფეროს ზედამხედველობა და საბიუჯეტო პროცესების გაუმჯობესება; თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ხელისუფლების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმების დანერგვისთვის ხელშეწყობა და მათი განვითარების უზრუნველყოფა; ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ფორმირება და მისი იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა; მომხმარებელთა უფლებების დაცვა ბუნებრივი რესურსების განმკარგავი მონოპოლისტური კომპანიებიაგან; კორუფციული რისკების შემცირება და მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გარემოსდაცვითი საქმიანობებს მხარდაჭერა და ხელისუფლების მიერ ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებული ვალდებულებების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის გახორციელება.

_ ბატონო ლევან, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“, დაარსების დღიდან _ დღემდე, თვითმმართველობის განვითარებაზე მუშაობს. როგორი გამოწვევების წინაშეა ადგილობრივი თვითმმართველობები დღეს?

_ ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა უშუალოდ უკავშირდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესებს. კლასიკური გაგებით, დეცენტრალიზაცია განიმარტება, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გადაცემა ადგილობრივად მცხოვრები მოქალაქეებისთვის ან მათ მიერ არჩეული წარმომადგენლებისათვის, რათა მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების გადასაჭრელად. ანუ საქართველოში ხელისუფლება ორ დონედ არის გაყოფილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება, მათ შორის უფლებამოსილებები გამიჯნულია და მათი ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს. თვითმმართველი ერთეული _ იგივეა, რაც მუნიციპალიტეტი, ხოლო, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტი ეს გახლავთ _ თვითმმართველი ქალაქი ან დასახლებათა ერთობლიობა (ქალაქი, დაბა, სოფელი, მაგალითად, როგორიც არის ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ა. შ.) რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ადმინისტრაციული ცენტრი, გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებები და ვალდებულებები ყველა ქვეყანაში მკაცრად არის რეგლამენტირებული. ადგილობრივ თვითმმართველობებს გააჩნიათ საკუთარი საზღვრები და მართვის კომპეტენცია.

მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლიდან (როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში პირველი თვითმმართველობის ორგანოები იქნა არჩეული) დღემდე, დეცენტრალიზაციის პროცესმა არაერთგზის რეფორმა განიცადა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობების საბოლოოდ დამკვიდრებისა და მათი ჩამოყალიბებისათვის. პირველ რიგში, რაც თვალში საცემია, ეს გახლავთ თვითმმართველობების სრულად დამოკიდებულება ცენტრალური ხელისუფლებაზე, რაც გულისხმობს პოლიტიკური (ხშირ შემთხვევაში ადმინისტრაციული), ფინანსური (საბიუჯეტო), ქონებრივი და მატერიალური დამოკიდებულების მაღალ ხარისხს. ხოლო იმისათვის, რომ “ცენტრზე” დამოკიდებულების ხარისხი შემცირდეს და ადგილობრივი თვითმმართველობები გრძნობდეს სრულ ავტონომიას საკუთარი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ჩემი აზრით საჭიროა კვლავ რეფორმების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ:

თვითმმართველობების ადმინისტრაციულ–ტერიტორიული მოწყობა და მუნიციპალური თვითმმართველობის ტერიტორიული ოპტიმიზაცია. ანუ თვითმმართველობებში იერარქიების დადგენა უფლებამოსილებებისა და ტერიტორიული დონეების მიხედვით და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცალკე თვითმმართველი ერთეულების დაფუძნება;

მოხელეთა გადამზადების უწყვეტი სისტემის შექმნა, რაც თვითმმართველობებში კვალიფიციური კადრების არსებობას გულისხმობს;

თვითმმართველობების უფლებამოსილებების გამრავალფეროვნება და გაფართოება სხვადასხვა დარგების მიხედვით, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების როლის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთა ქვეყნის ეკონომიკასა და წარმოების ხელშეწყობის გაზრდის თვალსაზრისით;

თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის რეალური მექანიზმების დანერგვა და მათი განვითარება. მართალია მიმდინარე კანონმდებლობით მსგავსი მექანიზმები არსებობს, მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს ისინი ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებენ და ფაქტობრივად ვერ ასრულებენ მათ მიზნობრივ დანიშნულებას უმეტეს შემთხვევაში;

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მდგრადი ინსტიტუციური მეთოდების უზრუნველყოფა მოქალაქეთა (ამომრჩეველთა) მიმართ; ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ კუთხით არსებული, კანონით დადგენილი, მოთხოვნები არ სრულდება;

სახელმწიფო საკუთრებაში ადგილებზე (მუნიციპალიტეტებში) არსებული ქონების გადაცემა თვითმმართველობებისთვის. აქ საუბარია ისეთ უძრავ ქონებაზე (მიწები, შენობები, ნაგებობები და ა. შ.), რომელსაც სახელმწიფო სათანადო ადმინისტრირებას ვერ უწევს, მდებარეობს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში და უყურადღებობის გამო აბსოლუტურად უფუნქციოა, ან დაშლის პირასაა მისული.

გამოწვევების შესახებ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ, ძირითადად ეს საკითხები მიმაჩნია მოცემულ ეტაპზე.

_ წლებია, აქტუალობას არ კარგავს მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმების არარსებობა ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების შერჩევის, შედგენის პროცესში. დღევანდელი კანონმდებლობით რამდენად არიან ჩართულები მოქალაქეები წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შექმნაში და რა არის ამ კუთხით შესაცვლელი?

_ გეთანხმებით, დღევანდელი მოცემულობით ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების დადგენაში მოქალაქეთა მონაწილეობა უმნიშვნელოა ან ყველაზე კარგ შემთხვევაში _ ძალიან მინიმიზებული. პრიორიტეტების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კვლევებსა და გამოკითხვებს, რომელიც ობიექტურად გამოავლენს რა არის მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები და პრობლემები, ამის შემდგომ, საჭიროა მოძიებული ინფორმაციის დამუშავება და მათი რანგირება სიმწვავის, გამოყენების, სტრატეგიული დანიშნულებისა თუ სხვა გაზომვადი კრიტერიუმების მიხედვით და ამის მერე უნდა მოხდეს მათი ასახვა პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ბიუჯეტში დღეს არსებული პრიორიტეტები მოსახლეობის აზრის გამოკითხვისა და კვლევების გარეშე ეფუძნება მხოლოდ გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა სუბიექტურ მოსაზრებებს, რომელიც შესაძლოა აცდენაში იყოს მოსახლეობის მოსაზრებებთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავად საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად არ განსაზღვრავს თუ როგორ და რა საშუალებით უნდა მოხდეს ბიუჯეტის პრიორიტეტების დადგენა და იგი მხოლოდ ზოგადი მინიშნებით შემოიფარგლება შემდეგნაირად: “პრიორიტეტების დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროები და მათი დაფინანსების დინამიკა პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს, უნდა უზრუნველყოფდეს იმ პრობლემების მოგვარებას რაც დასტურდება ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციით?!” ეს არის და ეს, ხოლო კონსულტაცია რა ფორმატის, როგორი მასშტაბის ან რა ფორმის უნდა იყოს ამაზე იგი არაფერს ამბობს. შესაბამისად ვიღებთ ისეთ სურათს, როგორიც აღვწერეთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საჭიროა ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწა, ხოლო შემდგომ ამისა კანონის მოთხოვნების მიხედვით მისი პროფესიონალურ დონეზე აღსრულება.

_ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების და მოქალაქეების ჩართულობით ქალაქ ოზურგეთში სრულდება პროექტი “დაკიდული ბაღები“. გვიამბეთ ამ ჩართულობის შესახებ.

_ ამ კითხვაზე პასუხის მეტი სიცხადისთვის შესავლის სახით მოგახსენებთ თუ რა პროგრამის ფარგლებში მოხდა “დაკიდული ბაღების” პროექტის წარდგენა, რომელიც თავის დროზე ჩემს მიერ გახლდათ ინიცირებული.

ზოგადად ადგილობრივი ბიუჯეტი უფრო მეტად უნდა ეყრდნობოდეს სამოქალაქო მონაწილეობის პრინციპებს, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების განაწილებაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას. ეს არის ტენდენცია, რომელიც ეფუძნება ე.წ. “მონაწილეობითი ბიუჯეტირების” ან კიდევ  “სამოქალაქო ბიუჯეტის” პრინციპების დანერგვას,  რომელიც აპრობირებულია მრავალ  ქვეყანაში და იგი განხილულია, როგორც თვითმმართველობის ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარების ელემენტი, რომელიც აუმჯობესებს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას.

თავის მხრივ, სამოქალაქო ბიუჯეტი არის დემოკრატიული პროცესი, რომელიც უფლებას გადასცემს მოქალაქეებს გადააადგილოს ან კიდევ თავად განსაზღვროს რაში დაიხარჯოს მუნიციპალური ბიუჯეტის ნაწილი. მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტირების დანერგვის მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა უშუალო ჩართულობა მათ საჭიროებებზე მორგებული და მოსაზრებებზე დაფუძნებული მუნიციპალური ბიუჯეტის შემუშავება.

კონკრეტულად კი მონაწილეობითი (სამოქალაქო) ბიუჯეტირება არის ნებაყოფლობითი და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ალტერნატიული, კანონით არასავალდებულო მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეთა მიერ განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პრიორიტეტები და საპროექტო წინადადებები, რომელთა წარდგენის გზით განისაზღვრება ბიუჯეტის პროგრამები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მონაწილეობით ბიუჯეტს (სამოქალაქო ბიუჯეტს) პირობითად ეწოდება “იყავი თანამმართველი“. თავი დროზე, როდესაც ამ პროგრამის დანერგვა (2019 წ.) დაიწყო მუნიციპალიტეტში, მისი ინსპირაციის საფუძველი გახლდათ ის გარემოება, რომ სოფლის დონეზე მოქმედებდა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამები“, რომელიც ძირითადად ორიენტირებული გახლდათ სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ეს პროგრამა ქალაქის, როგორც მუნიციპალიტეტის შემადგენელ ადმინისტრაციულ ერთეულში არ ხორციელდებოდა (არც შემდგომში). ქალაქ ოზურგეთისთვის ამ გარკვეული ტიპის “ვაკუუმის” შესავსებად, მუნიციპალიტეტმა ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნა და დანერგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების ისეთი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა ქალაქის ტერიტორიაზე, მოქალაქეების მიერ შერჩეული ისეთი პროექტები განეხორციელებინა, რომლებიც თავად საზოგადოების წარმომადგენელთა (მოქალაქეთა ჯგუფების) მიერ იქნებოდა ინიცირებული. თავის მხრივ, კი პროექტების (საპროექტო იდეების) შერჩევა ხორციელდებოდა ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებთა (რეგისტრირებული ამომრჩეველი) მხრიდან ელექტრონული ხმის დისტანციურად მიცემის საფუძველზე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის “იყავი თანამმართველის” პროგრამის განხორციელება შემდეგ ეტაპებს და საფეხურებს მოიცავდა: საპროექტო იდეების კონკურსის გამოცხადების შემდე, 1 თვის ვადაში ხდებოდა საპროექტო განაცხადის წარდგენა (რეგისტრაცია) ელექტრონული წესით, ამისთვის სპეციალურად შექმნილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესაბამისი განყოფილება, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების მართვისა და ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა.

საპროექტო განაცხადის წარდგენის უფლებამოსილება ჰქონდა ქალაქ ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ სრულწლოვან პირს ან პირთა ჯგუფს ან კიდევ არასამეწარმეო სახის საზოგადოებრივ გაერთიანებას. მუნიციპალიტეტში შექმნილი სპეციალური კომისია ახდენდა საპროექტო განაცხადების მომდევნო ეტაპზე გადასვლის საკითხების დადგენას. ამისთვის კი, კრიტერიუმები დაქვემდებარებული გახლდათ საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-16 მუხლით გათვალისწინებულ (თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები) ინფრასტრუქტურული ხასიათის პროექტების მიხედვით.

პროექტები, რომლებიც ზემოაღნიშნული პროცედურების გაცხრილვის შემდეგ, გაივლიდნენ რეგისტრაციას და ისინი ქვეყნდებოდა მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესაბამის პორტალზე (http://votes.oz.gov.ge ) ხმის მიცემის პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ სრულწლოვან ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.

საბოლოოდ კი, “იყავი თანამმართველი” პროგრამით  გამარჯვებული პროექტის/პროექტების გამოვლენა ხდებოდა პროექტის ფარგლებში დადგენილი ხმის პირობითი ფასის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენდა 100 (ასი) ლარს, ანუ პროექტზე მიცემული ერთი ხმა გახლდათ პირობითი 100 ლარი და ერთი მოწყობილობიდან (მობილური) მიცემული ქ. ოზურგეთში რეგისტრირებულ ერთ მოქალაქეს მხოლოდ ერთ პროექტზე (რამოდენიმე პროექტიდან) შეეძლო ხმის მიცემა, რითაც იგი პირობით ას ლარს აძლევდა არჩეულ პროექტს და ასე გრძელდებოდა ხმის მიცემის პროცედურა თითოეულ პროექტზე მანამ სანამ კონკრეტული პროექტის ბიუჯეტით საჭირო თანხა ბოლომდე არ შეივსებოდა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან “იყავი თანამმართველის” ფონდით გათვალისწინებული ფინანსური მოცულობა არ ამოიწურებოდა.

დასასრულისთვის კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია იღებდა ვალდებულებას, რომ შეესრულებინა ყველა ის პროექტი რომელიც აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვებდა.

აღნიშნულ პროგრამას ქალაქ ოზურგეთში მოსახლეობის მხრიდან საკმაო მხარდაჭერა ჰქონდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. პროგრამის პირველ ტალღაზე, 2019 წელს გამოვლენილი და გამარჯვებული პროექტები ყველა შესრულდა და დიდი მოლოდინები გაჩნდა მომდევნო წლისთვის, მაგრამ ამ პერიოდში დაიწყო კოვიდ პანდემია (COVID19), რომელმაც შეაფერხა გარკვეული საბიუჯეტო პროგრამები და ეს შეფერხება ასევე შეეხო “იყავი თანამმართველის” პროგრამასაც. აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ ამ პროგრამას გაგრძელება აღარ მოჰყოლია არათუ შემდეგ წლებში, მიუხედავად მისი არსებობისა საბიუჯეტო პროგრამებში 2021-22 წლებისთვის, არამედ 2020 წლისთვის გამოვლენილი ზოგიერთი გამარჯვებული პროექტებიც კი ვეღარ დასრულდა. მათ შორის გახლდათ “დაკიდული ბაღების” პროექტიც.

პოსტკოვიდურ პერიოდში, 2023 წლისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ საჯაროდ განაცხადა რომ იგი იღებდა პასუხისმგებლობას დაესრულებინა 2020 წლისთვის გამარჯვებული და დაუსრულებელი პროექტები და დაეწყო ახალი საპროექტო განაცხადების მიღება იგივე პირობებით, როგორი პროცესიც ზემოთ აღვწერეთ. ამ პერსპექტივას ასევე უქმნიდა საფუძველს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალ ეროვნულ პროგრამასთან, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის (“იყავი თანამმართველი“) შემდგომ განვითარება/დახვეწაში მხარდაჭერა, მათ შორის მონაწილეობითი ბიუჯეტირების კამპანიის ორგანიზება; საბოლოოდ კი “დაკიდული ბაღების” პროექტის განხორციელება დაიწყო 2023 წლის ბოლოსთვის (პროექტის ტენდერი ამ დროისთვის გამოცხადდა) და მან უკვე დასრულებული სახე მიიღო სულ ახლახან, მიმდინარე წელს.

_ როგორც ვიცით, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“, გურიაში მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან ერთად, არ დარეგისტრირდა, როგორც “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი” ორგანიზაცია. რა საფრთხეებს შეიცავს და რატომ არის შესაბამისი კანონი “რუსული“?

_ დიახ, არ დავრეგისტრირდით და არც ვაპირებთ! აქამდე ქართულ საქმეს ვემსახურებოდით და ვცდილობდით, რომ როგორმე ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქვეყნის განვითარების საქმეში. ვცდილობდით და ვახერხებდით დავხმარებოდით უბრალო მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს ცალკეული პროექტების განხორციელების გზით და ახლა როგორ უნდა ვთქვათ (გნებავთ ვაღიაროთ) რომ თურმე ეს ყოფილა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება?! პირიქით ამ ღირსებაშემლახავ და ანტიკონსტიტუციურ კანონს ვებრძვით ყველანაირი სამართლებრივი და კანონიერი მოქმედებების გზით და გავაგრძელებთ მანამ სანამ არ მოხდება მისი ქართული სამართლებრივი სივრციდან გაქრობა.

ახლა რაც შეეხება მისი რუსული ანალოგიის საკითხს. ამ თემაზე არაერთი ითქვა და დაიწერა და ახლა დეტალურ განხილვაში არ შევალ და ვისაც სურს ნეიტრალური, მიუკერძოებელი და სამართლიანი ანალიზი წაიკითხოს, უნდა ნახოს ვენეციისა და ეუთო/ოდირის კომისიის დასკვნები (მათ რეკომენდაციებს ხშირად იყენებდა და იყენებს საქართველოს ხელისუფლება), სადაც არაორაზროვნად არის მითითებული რომ ეს კანონი (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) იზიარებს უამრავ მსგავსებას რუსულ, უნგრულ, ყირგიზულ და რესპუბლიკა სერბსკაში (სერბეთი) მოქმედ ან განხილვის პროცესში მყოფ კანონებთან და ხელისუფლების მტკიცების მიუხედავად, თვალსაჩინოა, რომ ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკაში, ავსტრალიასა თუ ისრაელში არსებული კანონებისგან. კომისია მიანიშნებს და მის მსჯელობაზე დაყრდნობით შეგვიძლია ობიექტურად დავასკვნათ, რომ კანონი არ ემსახურება მის დეკლარირებულ მიზანს – გამჭვირვალობას, რასაც ხელისუფლება არის ამოფარებული. სინამდვილეში, ის ემსახურება მთავრობის მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზების, გაჩუმებისა და მათი საბოლოო გაქრობის მცდელობას. ეს უკვე მოხდა რუსეთში და ახლა ეს პროცესები იწყება საქართველოშიც.

ანუ კანონი არა მხოლოდ სტიგმატური და შეურაცხმყოფელია, არამედ ასევე მას გააჩნია მსუსხავი ეფექტი და რეპრესიული მექანიზმები ისეთი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებისადმი რბილად რომ ვთქვათ, არალოიალურად იქნება განწყობილი. მაგალითად, კანონში მითითებულია, რომ მიზანში ამოღებული ორგანიზაციის მონიტორინგის დაწყების ერთ–ერთი (და არა ერთადერთი მათ შორის) საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. ესე იგი ნებისმიერი ანონიმურად მიწოდებული ინფორმაციაც კი მონიტორინგის შესაძლებლობას ქმნის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, უკვე რეპრესიულ მეთოდებს იყენებს მიზანში ამოღებულის მისამართით. აქედან გამომდინარე, რა დალევს ანონიმურ წერილებს, როდესაც ხელისუფლება ამდენ “უცხო აგენტს” ხედავს თავისი გაგებით?! ამიტომაცაა ეს კანონი რუსული და მას ევროპულთან, იქ სადაც ჩვენ მივისწრაფვით, არაფერი აქვს საერთო.

_ რატომაა უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან?

საზოგადოებას შევახსენებ გასული საუკუნის 90-იან წლებს, როდესაც საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მიუხედავად მაშინდელი საბჭოთა იმპერიის (კავშირის) დიდი წინააღმდეგობისა, აი ამ ნაბიჯის გამო საქართველოს ურთულესი გზის გავლა მოუწია. რა თქმა უნდა დამოუკიდებლობა გახლდათ იმპერიაგამოვლილი მრავალი თაობის აუხდენელი ოცნება და როცა ამის დრო დადგა ეს ნაბიჯი თამამად და სწორად გადადგა მაშინდელმა საქართველომ, რადგან ეს ნანატრი თავისუფლება ადრე თუ გვიან მაინც უნდა დამდგარიყო. მაშინ ყველას ეგონა რომ დაიწყებოდა აღმშენებლობისა და აყვავების პროცესი, მაგრამ მოხდა პირიქით, ნგრევის პროცესში მყოფმა საბჭოთა იმპერიამ და შემდგომ მისმა მემკვიდრემ _ რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტეს საქართველოს სასტიკად დასჯა და ჩვენი ქვეყანა ჯერ სრულ იზოლაციაში მოაქციეს, გამოუცხადეს ეკონომიკური ბლოკადა და ამას ზემოდან დაუმატეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში არეულობები, რასაც შემდგომ მოჰყვა საბრძოლო შეტაკებები და საბოლოოდ კი ამ რეგიონების ანექსია–ოკუპაცია. ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და კვლავ მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ჯარების აქტიური მოქმედებები, რასაც თან ახლავს ქართველთა გენოციდი და ტანჯვა ოკუპირებულ ტერიტორიებში.

ზემოთ აღნიშნულის ფონზე აშშ–მ, რომელიც ახლა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს და რომ არა მათი ძალისხმევა, საქართველო ვერც მაშინდელ წნეხს და ვერც ახლანდელ ზეწოლას ვერ გაუძლებდა ოკუპანტი რუსეთის მხრიდან, რომლის შედეგი იქნებოდა კვლავ რუსეთის შემადგენლობაში (იქნებ, საბოლოოდაც?!) ჩვენი ქვეყნის მოქცევა. ეს მხარდაჭერა გამოიხატებოდა და გამოიხატება ყველა მიმართულებით: სამხედრო (ჯარის წვრთნა, სწავლება, აღჭურვა), ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური თუ შიდასახელმწიფოებრივი რეფორმების გატარების თვალსაზრისით და შესაბამისად, ამ მხარდაჭერამ არათუ სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნა, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაგვიყვანა, მაგრამ სრულ მიზნამდე ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საჭიროა საქართველო შეუერთდეს თავისუფალი ერების ისეთ ქოლგა გაერთიანებებს როგორიც გახლავთ ნატო და ევროკავშირი, სადაც შენარჩუნებული იქნება ჩვენი ეროვნული იდენტობა, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება გარე საფრთხეების რისკების თავიდან აცილება და შეიქმნება ეკონომიკური კეთილდღეობის ყველა პირობა და შესაძლებლობა. ახლა და ზუსტად ამ პერიოდისთვის ჩვენთვის გაიხსნა ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა მცირე დროით, სადაც ეს გაერთიანება თავად არის დაინტერესებული საქართველოს მათთან ხილვით და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ, თორემ მერე… მერე ალბათ არ იქნება, ან ძალიან გვიან იქნება.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

ლევან ხინთიბიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის რეფორმა: რომელი გამოკვლევები გახდა უფასო ლანჩხუთსა და სხვა საპილოტე ქალაქებში

15:33; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი ჩაინიშნა

15:20; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

თარგამაძე: ციხეში ჩემი საკნის ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელმაც ამაფეთქა

13:40; 26 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ფასების საკითხზე სამუშაო პროცესი აპრილის ბოლომდე დასრულდება

12:42; 26 იანვარი, 2026

ავტობანზე სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა

ხანძარი სამტრედიაში ლიკვიდირებულია

ყველა სიახლე

საზოგადოება

“კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს”

11:52; 27.01.2026
სამართალი

შსს: ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 87 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:14; 27.01.2026
ზაფრანი

ვინ არ მოგატყუებს არასოდეს

10:35; 27.01.2026
ზაფრანი

რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა საცხოვრებლად

10:31; 27.01.2026
სამართალი

პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

10:26; 27.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ძალადობის ფაქტებზე თურქეთის 3 მოქალაქე დააკავა

10:23; 27.01.2026
ზაფრანი

ვინ ხშირად ხვდება ხელმძღვანელ თანამდებობაზე

10:19; 27.01.2026
ზაფრანი

ურთიერთობაში ვისთან უნდა იყოთ ფრთხილად

10:06; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავლაბარში- ვიდეო ადგილიდან

21:24; 26.01.2026
სპორტი

ბორჯღალოსნების სატურნირო შემადგენლობა ცნობილია

18:36; 26.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:20; 26.01.2026
საზოგადოება

ზვავის მასა ჩამოვიდა – სად აიკრძალა მოძრაობა

17:34; 26.01.2026
საზოგადოება

“ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს, დაემუქრნენ”

17:27; 26.01.2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა

17:05; 26.01.2026
პოლიტიკა

“ვთხოვთ ყველას” – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

16:49; 26.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო