ბრძოლის შედეგი უნდა იყოს ის, რომ შეასუსტონ საქართველოს სუვერენული ფუნქციები და მოაქციონ ისე, როგორც მათ სჭირდებათ, – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლევან მამალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ გარკვეული შტურმი ხორციელდება. შესაძლოა, პარტნიორი, მეგობარი დავარქვათ. ეს ყველაფერი ეპითეტებია. მთავარია, ჩვენ რა პოზიციაში ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია. ეს სერიოზული ბრძოლის შემადგენელი ნაწილია. როდესაც უკრაინელი ჩინოვნიკები გვეუბნებიან, რომ ჩვენ სამხედრო ჩარევას განვახორციელებთ საქართველოში, ამაზე დიდი მუქარა რა უნდა იყოს?! როდესაც გვპირდებიან სანქციებს, სანქციები თავად შემოიღეს და მუშაობენ იმაზე, რომ აშშ-მა და სხვა ქვეყნებმაც სანქციები განახორციელონ. ეს არის სერიოზული ბრძოლის პროცესი. ბრძოლის შედეგი უნდა იყოს ის, შეასუსტონ საქართველოს სუვერენული ფუნქციები და მოაქციონ ისე, როგორც მათ სჭირდებათ“, – აღნიშნა მამალაძემ.
წყარო: imedinews