„ივანიშვილი, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვს ჩვენი ქვეყნის მტრისთვის და ფაქტობრივად აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს, ამ ადამიანისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე დაეჯილდოებინა საქართველოს მოქალაქეობით,“ – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ რუსეთის მოქალაქეზე უკანონოდ გაცემულ ქართულ პასპორტთან დაკავშირებით.
„ივანიშვილის ხელისუფლებისგან ეს ნამდვილად არ არის გასაკვირი. იმ ადამიანისგან, რომელიც ბოდიშის მოხდას ითხოვს ჩვენი ქვეყნის დამაქცევრისათვის. ადამიანი, რომელიც ბოდიშის მოხდას და ლამის აღიარებას ითხოვს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების. ადამიანი, რომელიც მასპინძლობს ეფესბეს გენერლებს. ადამიანი, რომელიც მასპინძლობს პოზნერს, ამ ადამიანისგან ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ საკუთარი ნების შესაბამისად გადაწყვიტა რუსეთის მოქალაქე დაეჯილდოებინა პასპორტით და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პატივს სცემენ, ამაყობენ ჩვენი ქვეყნის პასპორტით და იმით, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, სწორედ მათთვის შეურაცხყოფის მიყენებაა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ.