გორი-ქვახვრელის გადასარბენზე მოძრავი ლოკომოტივი მამაკაცს დაეჯახა. მომხდარის შედეგად დაიღუპა 35 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 275 – ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. ( რკინიგზის მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა*).
ფოტო: qartli.ge