ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს,
პროკურორ მარი მეშველიანს,
პროკურორ ნათია ტატიაშვილს,
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,
პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,
პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.
ინფორმაციისთვის, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.






























































