ლიტვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მოუწოდა ევროკავშირს მხარი დაუჭიროს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროინტეგრაციას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა უკრაინაში რეფორმების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ნაუსედამ განაცხადა, რომ ვილნიუსი მზადაა დაეხმაროს კიევს ევროინტეგრაციის გზაზე.
„ლიტვა მზადაა გაუზიაროს თავისი გამოცდილება უკრაინას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ უკრაინას. ევროკავშირს მოვუწოდებ, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და ევროინტეგრაციის გზა გაუხსნას“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ვილნიუსის კონფერენცია რიგით მეოთხე საერთაშორისო ფორუმია, რომელიც უკრაინაში განხორციელებულ რეფორმებს ეძღვნება. წინა შეხვედრები გაიმართა ლონდონში, კოპენჰაგენსა და ტორონტოში. მასში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობს.
ავტორი: მერაბ ცაავა