მამის დღე — დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.
დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში.
მამის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთელმა ლილე ღლონტმა მოგვაწოდა წერილი, რომელიც მის გარდაცვლილ მამას ეძღვნება.
“მა… მამების დღეც მოვიდა, შენს გარეშე. თვალებით ვერ გხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ სულ ჩემთან ხარ. ძალიან, ძალიან არ მიყვარს როცა შენზე ცრემლით ან წარსულ დროში ლაპარაკობენ. შენ ხომ სულ ჩვენთან ხარ, დედამ ასე მითხრა.
მა, მამუკამ მითხრა, მამას ანგელოზის ფრთები და გვირგვინი აქვსო, ნეტა სადმე დაგინახა?
იცი როგორ გამიხარდა, ,,პატარა პრინცის“ პრემიერა მამების დღეს რომ არის? მოფრინდი ჩვენთან, სცენაზე და მერე სიზმარში მითხარი როგორები ვიყავით შენი ქუნქულა და მაჰმუდი.
ამ პრემიერას შენ გიძღვნით. ,,რაც მნიშვნელოვანია, ის უხილავია“ , შენ ჩემი გა- ნუ- მე-ო-რე-ბე-ლი ხარ, ხომ გესმის მამა?!
შენ ჩემი ,,პატარა უფლისწული“ ხარ, რომელიც ღმერთმა თავის ვარსკვლავზე დააბრუნა მა.
დედა შენს გარეშე ძალიან მოწყენილია, როდესაც ძალიან გავახარებთ, ცრემლები მოსდის, ალბათ ფიქრობს, რომ შენ ამას ვერ ხედავ, მაგრამ, შენ ხომ ყველაფერს უფრო კარგად ხედავ.
სიტყვებით ვერ აღვწერ, ისე მენატრები!
მამის დღეს გილოცავ მა.“
შენი ქუნქულა ლილე ღლონტი
ავტორი