სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო ცენტრი ავრცელებს.
“სავაჭრო ცენტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბატონ თენგიზ გავაშელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ბატონი თენგიზი გამორჩეული ადამიანი და პროფესიონალი იყო. მისი ღვაწლი კომპანიის განვითარებაში განუზომელია”,_ აღნიშნულია სავაჭრო ცენტრ “ლილო მოლის” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.