ლიმანში, მასობრივ სასაფლაოებზე, 20 ცხედარი აღმოაჩინეს – ამის შესახებ BBC წერს.
,,სამართალდამცავებმა ლიმანში მასობრივი საფლავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მიიღეს. მშვიდობიანი მოქალაქეები დაკრძალეს ცალკეულ საფლავებში, სამხედროები – 40 მეტრის სიგრძის თხრილში“, – იუწყება უკრაინის ეროვნული პოლიცია.
თვითმხილველის თქმით, რუსი სამხედროების დავალებით 20-მდე უკრაინელი დამცველი დაკრძალა. გარდაცვლილთა შორის იყო ოჯახი ორი მცირეწლოვანი შვილით.
,,გათხრები ორ ადგილას მიმდინარეობს – ერთში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაკრძალული, მათ შორის ბავშვები. კიდევ ერთ ადგილას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი საფლავია“, – ნათქვამია ეროვნული პოლიციის განცხადებაში.
უკრაინელმა ჯარებმა სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს ლიმანი დონეცკის ოლქში, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო.
ავტორი