ცოტა ხნის წინ იტალიური წარმოშობის კანადელმა სუპერმოდელმა ლინდა ევანჯელისტამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მრავალწლიანი საიდუმლო გაამხილა.
აღმოჩნდა, რომ მიზეზი, რის გამოც 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი ინდუსტრიაში მოღვაწეობას ჩამოშორდა კოსმეტიკური პროცედურა სახელად „Zeltiq’s CoolSculpting“ და მისი უარყოფითი შედეგები იყო.
„Zeltiq’s CoolSculpting“-ის კოსმეტიკური პროცედურა გულისხმობდა დაბალი ტემერატურის გამოყენებით ცხიმის უჯრედების დაშლას, თუმცა სუპერმოდელის განცხადებით მის სხეულში ცხიმოვანი ქსოვილი უფრო გაიზარდა.
უჯრედების დეფორმაციის შემდეგ სუპერმოდელს „პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია“ განუვითარდა, რის გამოც მან წონაში საგრძნლობლად მოიმატა.
ჯანმრთელობის პრობლემებმა და გარეგნულმა ცვლილებამ ევანჯელისტა ხანგრძლივ დეპრესიაში ჩააგდო. როგორც სუპერმოდელმა აღნიშნა, საკუთარი ისტორიის მოყოლას ამ ამბით არ დაასრულებდა.
[sexy_author_bio]