ძვირფასო ლისის ტბის სტუმრებო! გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ ლისის ტბის ტერიტორიაზე და მიმდებარე ტყის მასივში ყოფნისას.
ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის რამდენიმე კერა დაფიქსირდა, რაც უმეტესად ადამიანთა დაუდევრობით არის გამოწვეული.
გახსოვდეთ:
- აკრძალულია ტბის ტერიტორიაზე კოცონის დანთება
- უყურადღებოდ არ დატოვოთ ანთებული სიგარეტი ან სხვა ცეცხლის წყარო
- არ დატოვოთ ნარჩენები ბუნებაში
ტყის ხანძრების შემთხვევაში გათვალისწინებულია მკაცრი ჯარიმები, ხოლო მიყენებული ზიანის მიხედვით, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.
ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ის ცხელ ხაზზე.
ერთად დავიცვათ ბუნება და ლისის ტბის უნიკალური ეკოსისტემა!