ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის დონის სწავლება რუკის გამოყენებით (MAPEX), რომელშიც მონაწილეობას აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან ერთად ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და მოლდოვის სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ.
სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა ბრიგადის დონეზე განიხილეს თავდაცვისა და თავდასხმის მოქმედებები, ასევე გაეცნენ რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სტრატეგიულ გეგმას.
აღნიშნული სწავლების მიზანს საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, ნატოს ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენდა.
სწავლების მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საქართველოში ლიტვის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მიულოცეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადასცეს. (R)