ლიტვის მართლმადიდებლური ეკლესიის კრებაზე, რომელსაც ქვეყნის ყველა მრევლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დაგმეს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
ლიტვის მართლმადიდებლური ეკლესიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ კრებამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მის ლიდერს, ვილნისა და ლიტვის მიტროპოლიტ ინოკენტიის ანტისაომარ პოზიციას.
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაგმობასთან ერთად, 27 დეკემბერს ვილნიუსში გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა მოსკოვის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობის მიღწევის განზრახვა.
მანამდე მიტროპოლიტმა ინოკენტიმ სინოდს მიმართა ლიტვის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის (კანონიერი სახელწოდება – ლიტვის მართლმადიდებლური არქიეპისკოპოსი) თვითმმართველი ეკლესიის სტატუსის მინიჭების თხოვნით.
LOC-ის გზავნილში ხაზგასმულია, რომ „ეკლესიის სტატუსი რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს“.
,,მოგეხსენებათ, ლიტვის მართლმადიდებლური არქიეპისკოპოსი არის ლიტვის ერთ–ერთი ტრადიციული რელიგიური თემი მორალურად და ფინანსურად დამოუკიდებელი რელიგიური ორგანიზაციაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
BBC წერს, რომ ახლა ლიტვის ეკლესია რჩება მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ზაფხულში, ვილნა–ლიტვის ეპარქიის საეკლესიო სასამართლომ გადააყენა ხუთი მღვდელი, რომლებიც მხარს უჭერდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში გადასვლას, არსებული კანონების გვერდის ავლით. ისინი დამნაშავედ ცნეს „კანონიკური დანაშაულის“ ჩადენაში.
ოქტომბერში ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის საბჭომ გადაწყვიტა მიმართოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს კირილს ავტოკეფალური (დამოუკიდებელი) სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
პატრიარქისადმი მიმართვა აუცილებელია, რათა გასვლა კანონიკური იყოს და განხეთქილებად არ ჩაითვალოს.
ავტორი