დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ BBC წერს.
“მე თავს ვაყენებ წინ, რადგან შემიძლია ლიდერობა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება. მე მაქვს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ სად უნდა ვიყოთ, ასევე გამოცდილება იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზნამდე”, – წერია ტრასის განცხადებაში.
მან პირობა დადო, რომ დაიწყებს გადასახადების შემცირებას “პირველივე დღიდან”.
ტრასმა აღნიშნა, რომ ის ეხმიანება თავის კონკურენტებს კორპორაციული გადასახადის შემცირების, ეროვნული დაზღვევის ზრდისა და ბიზნესის განაკვეთების რეფორმირების დაგეგმვას.
მან დაწერა, რომ არ არის სწორი გადასახადების დაწესება ახლა, არჩევის შემთხვევაში კი, ის მიიღებს “დაუყოვნებელ ზომებს” ცხოვრების ხარჯების დასახმარებლად.
ამჟამად ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის. მათი უმეტესობა დაპირებებს გადასახადების შემცირებაზე გასცემს. კანდიდატები პირობას დებენ, რომ შეამცირებს გადასახადებს ფიზიკურ პირებზე, ბიზნესზე ან ორივეზე. არჩევნების პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება.
11 კანდიდატი, რომელიც პარტიის ლიდერობისა და შესაბამისად, პრემიერმინისტრობისთვის იბრძვის:
კემი ბადენოჩი – თანასწორობის ყოფილი მინისტრი
სუელა ბრავერმენი – გენერალური პროკურორი
რეჰმან ჩიშტი – ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი
ჯერემი ჰანტი – ჯანდაცვის ყოფილი მდივანი
საჯიდ ჯავიდი – ჯანდაცვის ყოფილი მდივანი
პენი მორდაუნტი – ვაჭრობის მინისტრი
გრანტი შაფსი – ტრანსპორტის მდივანი
რიში სუნაკი – ყოფილი კანცლერი
ლიზ ტრასი – საგარეო საქმეთა მდივანი
ტომ ტუგენდატი – პარლამეტარი
ნადჰიმ ზაჰავი – კანცლერი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თანამდებობა გასულ კვირას დატოვა.
ავტორი