ლიზი ხელაძე 100%-იანი გრანტით ისწავლის სამხატვრო აკადემიაში, _ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლიზის ახლობელი, ლანჩხუთელი ნინია ბარამიძე ავრცელებს.
“ეს ჩემი ლიზაა, ხელაძე.
ჯერ კიდევ დღეების იყო ხელში რომ ავიტატე და იმ დღიდან განსაკუთრებით მიყვარს.
ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ბედნიერი მომავალი ექნებოდა.
და ისიც… ლიზა 100%-იანი გრანტით ისწავლის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.
წარმატებები ლიზა”, _ წერს ნინია ბარამიძე.
“გურია ნიუსი” ულოცავს ლიზას ამ დიდ სიხარულს და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებს.