გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.
გარდაცვლილი 1946 წელს დაბადებული მამაკაცია ჯურუყვეთის ადმინისტრაციული ერთეულიდან.
გასული 24 საათის განმავლობაში კი ლაჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ლანჩხუთში 2195 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 2068 ადამიანი, გარდაცვლილია 34, აქტიურია ინფიცირების 93 შემთხვევა.